სასწავლო პროექტი


,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“


პროექტის მთავარი იდეა: პოპულარიზაცია გაუწიონ ჯანსაღი ცხოვრების  წესს, მოსწავლეებს გაუჩნდეთ თანაგანცდა შიდსთ დაავადებული უამრავი ადამიანის მიმართ. 

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას შიდსის გავრცელების შესახებ, გამოიკვლევენ საქართველოში შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკას, მოამზადებენ პრეზენტაციას, დაგეგმავენ და ჩაატარებენ აქციას: „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“!

პროექტის მიზანი: მოსწავლეები  ჩატარებული სამუშაოს შედეგად აკეთებს    დასკვნას–  რა უბედურების მომტანია შიდსი და პოპულარიზაცია გაუწევენ  თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესს;

მონაწილეთა ასაკი: 12–13 წლის.

ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოპოვებული იინფარმაცია, გამოშვებული  ბუკლეტი, მომზადებულია პრეზენტაცია, დამზადებული  პლაკატები და სამკერდე ნიშნები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესუსურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფერადი ქაღალდები, მარკერები, სტეპლერი, თაბახის ფურცლები, ალექსანდროვის ფურცელი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1–პროექტის თემის გაცნობა, კლასის დაყოფა ჯგუფებად, პროექტზე მუშაობის შეფასების სქემის გაცნობა.
აქტივობა 2 – ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტით, გამოკითხვის ჩატარება  წინასწარ მომზადებული კითხვარით.
აქტივობა 3–პრეზენტაციის მომზადება  და ჩატარება. მასალების თავმოყრა დაგამოქვეყნება.
აქტივობა 4–მოპოვებული ინფორმაციით ბუკლეტის გაკეთება და გაფორმება 
აქტივობა 5–აქციისათვის მასალების დამზადება და აქციის მოწყობა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებან /ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია
ბუნ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
ბუნ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

ბუნ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება. 
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  

პროექტის ხელმღვანელი: ნანა კვაჭაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanakvachadze7@gmail.com